კლასი: X, ს-V
მასწავლებელი: ციალა შარაძე,
ჩატარების დრო: 6 ნოემბერი, 2018
გაკვეთილის თემა: „ადამიანის უფლებები“
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
კლასის დახასიათება: 16 მოსწავლე (კლასში არ არის სსსმ მოსწავლე).
გაკვეთილის მიზანი: ვიდეორგოლის „ადამიანის უფლებები“ ჩვენება.
მოსწავლე უყურებს და გაიაზრებს ვიდეორგოლს, ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას, გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, სრულყოფს ლაპარაკის უნარ–ჩვევებს და ადეკვატურად უპასუხებს ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ დასმულ შეკითხვებს.
მისაღწევი შედეგები: შედეგები ესგ–ის მიხედვით.
მოსმენა: უცხ. ს V 2
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერები, ვიდეორგოლები.
უცხ. V 3 უცხოურ ენაზე უყურებს და უსმენს თავისთვის საინტერესო ტელე–რადიო გადაცემებს, ფილმებს.
ლაპარაკი: უცხ. V18 შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე: ჰყვება ფილმის სიუჟეტურ ხაზს, იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას. მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
მიმართულება: აუდირება, ლაპარაკი.
რესურსები: ვიდეორგოლი „ადამიანის უფლებების ისტორია“
http:/ru.humannights.com/what-are-human-rights/brief-history/the united-nations.html
პროექტორი, ეკრანი, დაფა, ცარცი, დასარიგებელი მასალა.
გაკვეთილის მსვლელობა
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები
|
1.
|
საორგანიზაციო
|
საერთო საკლასო
|
2 წთ
| ||
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
|
გაკვეთილის თემისა და მიზნების განსაზღვრა
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმებს (სქემა გამოკრულია დაფაზე)
ვიდეორგოლის ჩვენებამდე წინა სამუშაო აქტივობა
· ახალი სიტყვების განმარტება და ლექსიკის გააქტიურება
ვიდეორგოლზე მუშაობა პაუზებით.
· ფილმის დაყოფა მონაკვეთებად (6–7 მონაკვეთი) თითოეულ მონაკვეთში 5–6 კითხვა.
· აქცენტირება მახვილებზე, უცხო სიტყვებზე.
· მთავარი აზრის ამოცნობა, გამოკვეთა.
ვიდეორგოლის ჩვენების შემდგომი აქტივობა
შეადგინეთ გეგმა ვიდეორგოლის მიხედვით
· სქემა: რა ვიცოდი, რა გავიგე, რა მინდა ვიცოდე
გაკვეთილის შეჯამება. განმსაზღვრელი ნიშნის დაწერა.
საშინაო დავალების მიცემა
კლასის დაყოფა 4 ჯგუფად,
დასარიგებელი მასალის დარიგება
მოამზადეთ პრეზენტაცია
ადამიანის უფლებებზე
|
კითხვა–პასუხი
მინი ლექცია
კითხვა–პასუხი
კითხვა–პასუხი
კითხვა–პასუხი
გეგმის შედგენა სქემაზე მუშაობა
მინი ლექცია
|
საერთო საკლასო
საერთო საკლასო
საერთო საკლასო
საერთო საკლასო
საერთო საკლასო
წყვილებში
საერთო საკლასო
საერთო საკლასო
|
2 წთ
2 წთ.
5 წთ.
18 წთ.
6 წთ.
5 წთ.
3 წთ.
2 წთ.
|
უცხო ენა. ს. V, 2
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა ტიპის აუდიოჩანაწერები, ვიდეორგოლები.
· ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, როგორი და სხვა)
უცხო ენა. ს. V, 3
· აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით.
უცხო ენა. ს. V, 18
მოსწავლეს შეუძლია მოყვეს ფილმის სიჟეტური ხაზი, იცავს აზრობრივ თანმიმდევრობას, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
|
განმსაზღვრელი შეფასების კრიტერიუმები:
· ნაჩვენები ვიდეორგოლის ნახვა, მოსმენა და გააზრება
· კონკრეტული და საჭირო ინფორმაციის, გმირების, მოვლენების ამოკრება ნანახი ვიდეორგოლიდან
· ახალი სიტყვების სწორად, მართებულად გამოყენება.
· ნანახი ფილმის ირგვლივ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა.
შეფასების ტიპი და ქვეკომპონენტი – ტიპი – განმსაზღვრელი ქვეკომპონენტი – მოსმენა, დისკუსია, დამოუკიდებელი მუშაობა, ზეპირმეტყველება.
რეფლექსია გაკვეთილის შემდეგ
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის ძირითადი მიზანი იყო მოსწავლეებისათვის მეჩვენებინა ვიდეო რგოლი „ადამიანის უფლებების ისტორია“.( გამოვიყენე პროგრამა movie maker). დავხმარებოდი მოსწავლეებს ფილმის გაგება–გააზრებაში, კონკრეტული ინფორმაციის ამოკრებაში, მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, სრულყვეს ლაპარაკის უნარ–ჩვევები, შეძლეს გაეცათ ამომწურავი შეკითხვები ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებზე. გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა ჩავატარე და შევასრულე. კმაყოფილი ვარ, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ გაიგო, რაში მდგომარეობს ადამიანის უფლებების არსი, იმსჯელეს თავისუფლად. აითვისეს ბევრი უცხო სიტყვა. უკმაყოფილო დავრჩი იმით, რომ მცირე ნაწილი პასიური იყო.
No comments:
Post a Comment